პირობები

“მზრუნველი”-ს პირობები დამქირავებლისთვის

სააგენტო „მზრუნველი“-ში ვაკანსიის მიღებისთვის აუცილებელია დამქირავებლის მხრიდან შემდეგი ინფორმაციის მოწოდება:

• აღსაზრდელის ასაკი, სქესი
• ოჯახის წევრების (ბავშვების) რაოდენობა
• საცხოვრებელი ადგილი
• სამუშაო გრაფიკი
• სამუშაო დღეები
• არდადაგების პერიოდში(ზაფხული-ზამთარი) ძიძის სამუშაო გრაფიკი
• შვებულების პერიოდი (დღეების რა რაოდენობა ანაზღაურდება)
• ძიძის ფუნქციები
• დეტალური ინფორმაცია აღსაზრდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ( გადატანილი ვირუსები, ალერგია, )
• აღსაზრდელს ჰყავდა თუ არა უკვე ძიძა ( დაშორების მიზეზი)
• რა პერიოდით გესაჭიროებათ ძიძა
• დეტალურად მოგვაწოდეთ ძიძის შესარევი კრიტერიუმები (ასაკი, ეროვნება და თქვენთვის მისაღები თვისებები).

ვაკანსიის მიღება შესაძლებელია როგორც სატელეფონო და პირადი კომუნიკაციით, ასევე მეილის საშუალებით.


დამქირავებლისთვის მომსახურება უფასოა. ვაკანსიის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში ხდება დასასაქმებლის და დამქირავებლის შეხვედრა. გასაუბრება წარმოებს მხოლოდ “მზრუნველი”-ს ოფისში, გამონაკლის შემთხვევებში მხოლოდ კონტროლის ხარისხის მენეჯერის მეშვეობით ხდება დასასაქმებლის ოჯახებში წაყვანა. დამქირავებელი ხვდება დასაქმების მსურველ 2-3 ან 4  კანდიდატს,  იმავე კრიტერიუმებით შერჩეულს, რომელიც მოწოდებული იქნება დამქირავებლის მიერ (ასაკი, ეროვნება…). გასაუბრება წარმოებს ინდივიდუალურად. „მზრუნველი“–ს შინაგანაწესი ნებართვას აძლევს დასასაქმებელს დასვას ნებისმიერი კითხვა რაც უფრო ნათელს გახდის მის აღსაზრდელთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

თუ დამქირავებლისთვის „მზრუნველი“-ს მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან შესაფერისი კადრის შერჩევა მოხდება, დამქირავებელმა შერჩეული კადრის წაყვანა არაუგვიანეს 2 დღის განმავლობაში უნდა მოახდინოს. გამოსაცდელი ვადა, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სამუშაო დღეს, არ ანაზღაურდება. გამოსცდელი პერიოდის განმავლობაში მოხდება დასასაქმებელ კადრზე დაკვირვება. ვადის გასვლის შემდეგ თუ ორივე მხარე თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულება არის იურიდიული ძალის მქონე, სადაც გაწერილია როგორც დამსაქმებელი ორგანიზაციის, ისე დამქირავებლის და დასაქმებულის უფლება-ვალდებულებები თავისი საჯარიმო სანქციებით. როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევა 24 საათის განმავლობაში დამქირავებელმა “მზრუნველი”-ს საბანკო რეკვიზიტებზე ერთჯერადად უნდა გადაიხადოს დასაქმებულის პირველი თვის შრომითი ანაზღაურება (1 წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში) მხოლოდ მეორე თვეს ეძლევა დასაქმებულს მისი კუთვნილი შრომითი ანაზღაურება.

ხელშეკრულება ფორმდება სამივე მხარესთან (დამქირავებელი, დასასაქმებელი და დამსაქმებელი). ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დამქირავებელს გადაეცემა დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ყველა საბუთის ქსეროასლი დალუქული კონვერტით.

სანამ ხელშეკრულება ძალაშია აუცილებელი პირობაა როგორც დამქირვებლისთვის ისე დასასაქმებლისთვის ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდეს.

“მზუნველი”-ს პირობები დასასაქმებლისთვის

“მზრუნველი”-ს ბაზაში მოსახვედრად აუცილებელია თითოეულმა დასასაქმებელმა წარმოადგინოს:

  • ფოტოსურათი ¾-ზე
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ცნობა საცხოვრებელი ადგილის (ქირის ან გირის შემთხვევაში ხელშეკრულების ასლი)
  • სარეკომენდაციო წერილი, საკონტაქტო ინფორმაცია („მზრუნველი„ დამქირავებელს აძლევს საშუალებას თავად გადაამოწმოს შერჩეული ძიძის ისტორია წინა სამუშაო ადგილიდან/ოჯახიდან).
  • „ც“ ჰეპატიტის ანალიზი
  • ავტობიოგრაფია
აუცილებელია ძიძა იყოს არამწეველი, გამონაკლისის შემთხვევაში პირველ რიგში საქმის კურსში უნდა იქნეს ჩაყენებული სააგენტო და შემდეგ უკვე დამქირავებელი. აღნიშნული ინფორმაციის დამალვა დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება განხორციელდება სადამსჯელო ღონისძიებები (დაჯარიმება, დაბლოკვა)

„მზრუნველი“-ს შინაგანაწესი კრძალავს გასაუბრების დროს შრომითი ანაზღაურების განხილვას დასასაქმებლის მხრიდან, ვინაიდან დასასაქმებელი შეხვედრამდა ინფორმირებულია და განხილვას არ ექვემდებარება. ასევე ეხება დამქირავებელსაც, რომელსაც ეკრძალება სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული დასასაქმებლის შრომითი ანაზღაურების ფასდაკლებას.( ამ შემთხვევაში „მზრუნველი“ იტოვებს უფლებას დამქირავებელს არ გაუწიოს მომსახურეობა და შეწყვიტოს გასაუბრება).


ხელშეკრულების მიხედვით:

თუ უკვე დასაქმებულ ძიძას შეექმნა ფორსმაჟორული სიტუაცია( ავად ყოფნა და სხვა..) შესაძლებელია განსაზღვრული დღეების რაოდენობით მოხდეს ახალი კადრით ჩანაცვლება. ამ მეთოდით არ ზარალდება არც დამქირავებელი და არც დასაქმებული, რომელსაც სამსახური უნარჩუნდება. (დროებით ჩანაცვლებული ძიძის ანაზღაურებას იხდის მოქმედი ძიძა).

ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამქირავებლის გაფრთხილება უნდა მოხდეს  2 კვირით ადრე.

თუ დასაქმებულის მიერ მოხდება ვალდებულებების დარღვევა და ყოველივე დანაშაული ფაქტები „მზრუნველი“–სთვის ცნობილი გახდება, ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მიერ მოხდება ფაქტების შესწავლა და იქნება სადამსჯელო ღონისძიებები გატარებული.

  • დამნაშავე პირის ფოტოსურათი განთავსდება „მზრუნველი“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდის შავ სიაში,  რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის,
  • ინფორმაცია გადაეცემა „ ძიძის დამსაქმებელი სააგენტოების ასოციაციას“, რომლის მიერ მოხდება ამ კადრის დაბლოკვა.
  • მოხდება მის მიმართ საჯარიმო სანქციების განხორციელება დამქირავებელთან შეთანხმებით.

“მზრუნველი”-ს ჰყავს ხარისხის კონტროლის მენეჯერი, რომლის ფუნქციაა, ხელშეკრულების პირობებში ოჯახში პრობლემის შექმნის შემთხვევაში ადგილზე მისვლა და სიტუაციის შეფასება. ასევე, ხელშეკრულების პირობებში “მზრუნველი” ყოველთვიურად ამოწმებს როგორ მიდის ოჯახის და ძიძის ურთიერთანამშრომლობა.

დაგვიკავშირდით

ქ. თბილისი,
ბარნოვის 82.

ელ. ფოსტა. contact@mzrunveli.ge

(+995) 322 23 67 65
დეტალურად
Recent Posts