საქართველოში ინოვაციური პროექტი „I Can / მე შემიძლია“ დაიწყო

აპრილი 18, 2017

პროექტის მიზანია აქტიური ცხოვრების წინაპირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვისა და ინფორმირებას  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.პროექტი ასვეე მოიცავს საქართველოს საზოგადოებაში არსებულ სტიგმისა და სოციალურ სტერეოტიპების შეცვლას.

ინოვაციური სემინარი „მე შემიძლია“ ეხმიანება სოციალური სიკეთის სამიტს Social Good Summit, რომელიც ყოველწლიურად იმართება ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად. წლევანდელი სამიტის თემაა #2030NOW. სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ 2030 წლამდე მსოფლიომ მიაღწიოს მდგრადი განვითარების 17 მიზანს. სოციალური სიკეთის სამიტს უკვე შეუერთდა 190-ზე მეტი ქვეყანა.

დასაქმების სააგენტო ,,მზრუნველი’’  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახების უპრენცედენტო სერვის სთავაზობს.

აღნიშნული ინოვაციური პროექტის „I Can / მე შემიძლია“-ს ფარგლებში საგენტო ,,მზრუნველი’’ იწყებს  ამ პირებისათვის პროფესიონალი მზრუნველების გადამზადებას. რაც გულისხმობს, რომ  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის პროფესიონალი მზრუნველების წარდგენას  დაიწყებს. ჩვენს მიერ გადამზადებული მზრუნველების შერჩევა მოხდება ოჯაბესთვის სასურველ ტერიტორიაზე.

აღნიშნული სერვისი შეიიქმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების მეტი კომფორტისათვის და რაც მთავარია ეს გაუმარტივებს შშმ პირების ოჯახებს არჩევანის გაკეთების საშუალებას.

“ძიძების აკადემია”ბავშვი ერთ წლამდე