“ძიძების აკადემია”

აპრილი 18, 2017

ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა „ძიძების აკადემია“, აკადემიაში მოხდება ძიძად მუშაობის მსურველების დატრენინგება. ტრეინინგ-კურსიჩატარდება კვალიფიციური პედაგოგების მიერ და მისი თემატიკაა: პედიატრია, ბავშვთაპირველადი დახმარების გაწევა, ფსიქოლოგია, ლოგოპედია, ადამიანთა და ბავშვთა უფლებებისდამცველი, ანიმატორი.
სამომავლოდ იგეგმება ტრენერების ჩამოყვანა უცხოეთიდან, რომლებიც უკვე დაიწყებენ ძიძების გადამზადებას საერთაშორისო დონეზე.
ტრეინინგი 10 დღიან კურსს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი. ტრეინინგ კურსი უფასოა.

“ძიძების დამსაქმებელი სააგენტოების ასოციაცია”საქართველოში ინოვაციური პროექტი „I Can / მე შემიძლია“ დაიწყო