ახალშობილის ზრდა

აპრილი 09, 2017

სიმაღლე, წონა, თავის და მკერდის გარშემოწერილობა – ის ძირითადი მონაცემებია, რომლის დახმარებითაც ექიმი აფასებს ბავშვის მდგომარეობას.

ახალდაბადებული ბავშვის საშუალო წონა 3400 გრამია, სიმაღლე 50 სმ, ხოლო მკერდის გარშემოწერილობა 34 სმ.

ბევრ დედას აშინებს ის ფაქტი, რომ როგორც მათ ეჩვენებათ, ახალშობილს აქვს დიდი თავი, მაგრამ ეს ნორმად მიიჩნევა.

ახალდაბადებული ბავშვის თავის გარშემოწერილობა შეიძლება 2-3 სმ-ით აღემატებოდეს მკერდის გარშემოწერილობას. უკვე მესამე თვისთვის ბავშვის სხეულის პროპორციები თანაბრდება.

ერთ წლამდე ჯანმრთელი ბავშვის თავის გარშემოწერილობა გამოითვლება ფორმულით:

თავის გარშემოწერილობა (სმ ) = (სიმაღლე (სმ) + 19) : 2

რაც შეეხება წონას, თავდაპირველად ახალშობილი კარგავს მას, მაგრამ უკვე მე-10 დღისთვის იგი იბრუნებს პირვანდელ წონას.

ახალშობილის ზრდა

პირველ თვეში პატარამ უნდა მოიმატოს წონაში არანაკლებ 800 გრამი. სხვათა შორის, ბავშვები, რომლებიც იკვებებიან დედის ძუძუთი, იმატებენ უფრო მეტად, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარები.

წყარო: http://www.aura.ge/124-deda-da-shvili/4453-bavshvis-ganvitarebis-pirveli-tve.html

ახალშობილის დღის რეჟიმიხატვის როლი მოზარდის გონებრივ განვითარებაში

დაგვიკავშირდით

ქ. თბილისი,
ბარნოვის 82.

ელ. ფოსტა. contact@mzrunveli.ge

(+995) 322 23 67 65
დეტალურად
ბოლო სიახლეები